Sunday, February 26, 2017

      დღე მესამე
   დღესაც საინტერესო და პროდუქტიული დღე გამოგვივიდა. გვქონდა თეორიული კურსიც და პრაქტიკული სამუშაოებიც. განვიხილეთ მეორე მოდული, ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რაც შაბლონის შესავსებად გამოგვადგება. ეს თან დავალებაცაა. პრაქტიკული სამუშაობი გვქონდა პროგრამა "PUBLISHERIS" ირგვლივ. გვასწავლა ბუკლეტების და სიგელების გაკეთება. ცოტა რთული და შრომატევადი კი მეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი მაქვს, თუ მოვინდომებ გავართმევ თავს.

Saturday, February 25, 2017

         დღე მეორე
ეს დღეც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. განვიხილეთ მოცემული დავალებები. გავისხენეთ წინა დონის ტრენინგზე ნასწავლი ბლოგის შექმნა. ვისაუბრეთ ინტელის კურსის სახელმძღვანელოს პირველ მოდულზე. მოგვეცა დავალება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ..... აღმოვაჩინე, რომ შედეგის მისაღწევად საკმაო შრომა დაგვჭირდება.
          დღე პირველი

      საინტერესო ტრენინგი იქნება როგორც ჩანს. ძალიან მჭირდება ის ცოდნა, რომელსაც ტრენინგის ბოლოს მივიღებ.