Sunday, March 19, 2017

    დღე მეცხრე
დამთავრდა ტრნინგიიი.  ემოციურად  და ფიზიკურად დატვირთულმა ცხრა დღემაც ჩაიარა....., მოვახერხეთ დავალებების სრულყოფა და ჩაბარება როგორც იქნა და შრომაც დაგვიფასდა,  საკმაოდ მხიარული დღე გამოვიდა. ერთმანეთის პრეზენტაციებმაც წაგვახალისა,,,, ბატონმა დავითმა შემოგვთავაზა ტრენინგების შემდგომი თანამშრომლობა და დახმარება წამოჭრილი პრობლემების გასაწყვეტად.  უღრმესი  მადლობა მას ამისთვის.  კიდევ  განსაკუთრებული მადლობა ჩემგან  მას, იმისთვის, რომ ჩემს კომპიუტერს შეექმნა პროგრამული ხარვეზი და ისე გამომისწორა, რომ კომპიუტერი ადრეც არ მუშაობდა ასე,,,,,

Saturday, March 18, 2017

      დღე მერვე.
 დღე დაიწყო საბოლოო დავალებების განხილვით, მივიღეთ ჩამოყალიბებული სია ჩასაბარებელი 13 დავალების. ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე ღილაკების მიმაგრება და ჩვენი დრაივიდან ნაშრომების ბლოგზე გადმოტანა, რომ გასაჯაროვდეს ესენი. წავიდა ტრენინგი ბოლოსაკენ, ძალიან საინტერესო და პროფესიული  განვითარებისათვის ყველაფერი, მაგარამ ცოტა გადავიღალეთ და იმედია ხვალ ყველას დაგვიფასდება შრომა.

Sunday, March 12, 2017

      დღე მეშვიდე
  საკმაოდ დატვირთული დღე იყო ინფორმატიულადაც და ემოციურადაც. ჩამოვყალიბდით დავალებებზე და ცოტა დავიძაბე. ჩემს კომპიუტერში პროგრამა აირია და ყველა აქამდე გაკეთებული დავალება თავიდან გამიხდა საკეთებელი.(მინიმალური მქონდა მხოლოდ გადატანილი დრაივში), რამდენად მოვასწრებ ამ ერთ კვირაში ყველაფრისგაკეთებას არ ვიცი ნამდვილად. დგევანდელ ტრენინგზე შეფასების რუბრიკებზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე და შევავსეთ შესაბამისი ტესტი, გავაკეთეთ iq ტესტიც, რამაც კარგად წაგვახალისა ეს ემოციურად დატვირთული ხალხი. ამ კვირაში თუ გავაკეთე ყველა დავალება, კარგი გოგო ვიქნები.

Saturday, March 11, 2017

         დღე მეექვსე
    დასწყისში ვისაუბრეთ დავალებებზე, ტრენერმა სემოგვთავაზა დაგვესვა მისთვის წინა ტრენინგიდან დარჩენილი გაურკვეველი კითხვები. დგეს ვისაუბრეთ მესამე მოდულზე,  უკუკავშირზე. ვისწავლეთ ტექსტებში კომენტარების გაკეთების ელექრონულ ვერსიაზე, რაც ადვილი და საინტერესო იყო. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმზე, დავალებადაც მოგვეცა საავტორო უფლებების შესახებ შაბლონის შევსების მარტივი ფორმა. ძალიან საინტერესო და სასარგებლო ცოდნა ნებისმიერი ნასწავლი მასალა, მაგრამ ფიზიკურად იმდენი დრო ჩირდება ყველაფერს, რომ არ ვიცი რამდენად მოვახერხებთ ამ გადატვირთულ ცხოვრებაში.

Sunday, March 5, 2017

   დღე მეხუთე
 დღეს ძირითადად პრაქტიკული სამუშაო გვქონდა. განვიხილეთ დრაივში გუგლდოკში მუშაობა. ვიმუშავეთ ანკეტების და კითხვარების შევსებაზე, გავარჩიეთ შეკითხვის ყველა ტიპი კითხვარებში. სახალისო სამუშაო იყო.  მივიღეთ დავალებები მომდევნო სატრენინგო დღისთვის.

Saturday, March 4, 2017

     დღე მეოთხე
  დღეს მგონი ყველაზე პროდუქტიული დღე იყო. ტრენინგი დავიწყეთ მოცემული დავალებების განხილვით. წარმოვადგინეთ შესრულებული დავალებების ნიმუშები და მივიღეთ კომპეტენტური კორექტივები ტრენერისგან. დიდი მადლობა მას ამისთვის. თეორიული კურსი გვქონდა მოსწავლეთა დაჯგუფებაზე. და პრაქტიკული სამუშაო დრაივში მუშაობაზე. საკმაოდ საინტერესო და საჭირო ყოფილა ვირტუალური მეხსიერების ბარათი. გამიჩნდა გარკვეული შეკითხვები თემასთან დაკავშირებით, მასში უკეთ გასარკვევად, ბატონმა დავითმა ამომწურავი პასუხი გაგვცა ყველაფერზე. დიდი მადლობა ბათონო დავით. 

Sunday, February 26, 2017

      დღე მესამე
   დღესაც საინტერესო და პროდუქტიული დღე გამოგვივიდა. გვქონდა თეორიული კურსიც და პრაქტიკული სამუშაოებიც. განვიხილეთ მეორე მოდული, ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რაც შაბლონის შესავსებად გამოგვადგება. ეს თან დავალებაცაა. პრაქტიკული სამუშაობი გვქონდა პროგრამა "PUBLISHERIS" ირგვლივ. გვასწავლა ბუკლეტების და სიგელების გაკეთება. ცოტა რთული და შრომატევადი კი მეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ იმედი მაქვს, თუ მოვინდომებ გავართმევ თავს.