დღე მეშვიდე
საკმაოდ დატვირთული დღე იყო ინფორმატიულადაც და ემოციურადაც. ჩამოვყალიბდით დავალებებზე და ცოტა დავიძაბე. ჩემს კომპიუტერში პროგრამა აირია და ყველა აქამდე გაკეთებული დავალება თავიდან გამიხდა საკეთებელი.(მინიმალური მქონდა მხოლოდ გადატანილი დრაივში), რამდენად მოვასწრებ ამ ერთ კვირაში ყველაფრისგაკეთებას არ ვიცი ნამდვილად. დგევანდელ ტრენინგზე შეფასების რუბრიკებზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ გარდნერის თეორიაზე და შევავსეთ შესაბამისი ტესტი, გავაკეთეთ iq ტესტიც, რამაც კარგად წაგვახალისა ეს ემოციურად დატვირთული ხალხი. ამ კვირაში თუ გავაკეთე ყველა დავალება, კარგი გოგო ვიქნები.

გამარჯობა, მარინა. ისეთი პასუხისმგებლობით უდგებოდი დავალებებს, რომ მჯერა, ძალიან მოინდომებ და ასეთი პრობლემის მიუხედავად, ბოლო ტრენინგზე მშვენიერ ელექტრონულ პროექტს წარმოგვიდგენ. რეფლექსიაში ჩანს, მართლა რამდენად ემოციური დღე იყო და ალბათ, ძნელიც იქნებოდა გეჩვენებინათ უფრო კონკრეტულად რა დანიშნულება აქვს თუნდაც შეფასების რუბრიკების სწორად შედგენას პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპზე. შენმა შემთხვევამ დამაფიქრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მასალების და ნაშრომების საიმედო ადგილზე შენახვა, ანუ ვირტუალური მეხსიერების ბარათზე, დრაივში. ყველა სირთულის გადალახვას და ნაყოფიერ სამუშაო დღეებს გისურვებ!
ReplyDeleteსაღამომშვიდობის ირინა. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის. რა ყურადღებით წაგიკითხავს ჩემი რეფლექსია და საერთოდაც ძალიან ყურადღებიანი ხარ. მახსოვს რომ შემოგჩივლე შეფასების შესახებ. საერთოდ ეს საკითხი ცოტა სპეციფიკურია ჩემი საგნის, სპორტისათვის და ყოველთვის განსაკუთრებული მიდგომა მჭირდებახოლმე, მაგრამ შენ საკმაოდ დამაჯერებლად მითხარი რომ არაფერია აქ განსაკუთრებულიო. შენი სიტყვების შემდეგ სხვა მხრიდან შევხედე მეც და აღმოვაჩინე, რომ არაა კატასტროფა...., დიდი მადლობა ამისთვის. გისურვებ წარმატებებს.
ReplyDelete